ტექინფორმი წარმოადგენს საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში მოთავე ორგანიზაციას. იგი მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი საინფორმაციო ცენტრია. ტექინფორმი ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ძიების, შეგროვების, კლასიფიკაციის ანალიზისა და სინთეზის, შენახვისა და გავრცელების სფეროში სამეცნიერო-კვლევით, ტექნოლოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას.

 

ტექინფორმის მუშაობის ტრადიციული მიმართულებებია:

 

1. საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ასახვა და სამეცნიერო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობა

  • ქვეყანაში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების რეგისტრაცია, რუხი ლიტერატურის (გამოუქვეყნებული სტატიების, მონოგრაფიების, კვლევით სამუშაოთა შედეგების) რეგისტრაცია, დეპონირება, დაცული დისერტაციების აღრიცხვა-რეგისტრაცია, შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა
  • საქართველოს მეცნიერთა პუბლიკაციების, დისერტაციების, დეპონირებული შრომების რეფერირება, ინდექსირება და ქართული რეფერატული ჟურნალის გამოცემა
  • საქართველოში შემუშავებული ტექნოლოგიებისა და პერსპექტიული სამეცნიერო კვლევების შესახებ ინფორმაციის ელექტრული ფონდის შექმნა და გავრცელება საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციების მეშვეობით.

2. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა

  • ლოკალურ და ქსელურ რეჟიმში ფუნქციონირებად (მომუშავე) მონაცემთა ბაზების შექმნისა და ექსპლოატაციის ტექნოლოგიების განვითარება
  • on-line ტექნოლოგიების დანერგვა, გავრცელება
  • ელექტრონული გამოცემების შექმნა.

3. ანალიზური საქმიანობა სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სფეროებში

  • სამეცნიერო საქმიანობის და სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის სისტემის განვითარების რეკომენდაციების (კონცეფციების) შემუშავება
  • სამეცნიერო-ტექნიკურო ინფორმაციის სისტემის სფეროში კანონპროექტების შემუშავება.
  • საქართველოს მეცნიერების თემატური, საკადრო და საფინანსო მდგომარეობის შესახებ ანალიზური ინფორმაციის მომზადება.

4. საინფორმაციო მომსახურება

  • სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური სამუშაოების საინფორმაციო მხარდაჭერა
  • საგამომცემლო-პოლიგრაფიული  მომსახურება
  • მთარმნელობითი საქმიანობა
  • ელექტრონული საინფორმაციო პროდუქციის შექმნა.
 
Last Updated 01/02/2009 ________________________________©2008 TECHINFORMI

 
strong>  
Last Updated 20/06/08 ________________________________©2008 TECHINFORMI