![]() |
ტექინფორმი წარმოადგენს საქართველოში სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის დარგში მოთავე ორგანიზაციას. იგი მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი საინფორმაციო ცენტრია. ტექინფორმი ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ძიების, შეგროვების, კლასიფიკაციის ანალიზისა და სინთეზის, შენახვისა და გავრცელების სფეროში სამეცნიერო-კვლევით, ტექნოლოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობას. ვრცლად ... |
სიახლეები |
|
![]() |
გთავაზობთ |
05.04.12. 30 მარტს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობისUუნივერსიტეტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია `ფოტოქიმიური სმოგი თბილისში~. კონფერენცია მიეძღვნა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის GNSF/ST08/5-437 `ფოტოქიმიური სმოგის საარსებო გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესუსტება – ქ. თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღების მნიშვნელოვანი ფაქტორი~ დასრულებას. სამუშაო შესრულებულია თსუ-ს მიხეილ ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტში. |
|
15.02.12 12-16 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერულ ცენტრში ტექინფორმის თანამონაწილეობით, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციის (CACAARI) და საქართველოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ფედერაციის (GFID) მიერ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ჩატარდა რეგიონული სემინარ-ტრეინინგი “საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო კვლევის შედეგების გავრცელების განვითარებისთვის (CIARD-ის მექანიზმების გამოყენებით)”. |
|
25.10.11 24-25 ნოემბერს ქ. ბაქოში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე “სამეცნიერო ინოვაციების როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში”. ორგანიზატორები - აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული სამეცნიერო ინოვაციების ცენტრი. ვრცლად ... |
|
| 08.09.11 2011 წლის 14-15 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია "გამოყენებითი გეოფიზიკა და გეოეკოლოგია", რომელიც ეძღვნება პროფესორ ლევან ჭანტურიშვილის დაბადების 90 წლისთავს. ვრცლად ... | |
| 08.07.11 2011 წლის 28 ივნისს ტექინფორმის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სემინარში: "აღმოსავლეთის პარტნიორობა: „განათლებისა და მეცნიერების როლი ადამიანებს შორის ურთიერთობის გაზრდაში“. სემინარის ორგანიზატორი იყო ასოციაცია “ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის”. აღნიშნული სემინარი გახლდათ ნაწილი ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტისა: „აღმოსავლეთის პარტნიორობაში მონაწილე არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება ინოვაციის სფეროში“. მომხსენებელი: პროფ. ინეზა გაგნიძე. უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის იხილეთ საიტი www.inovdev.ge. |
|
| 09.06.11 2011 წლის 8 ივნისს ტექინფორმში ჩატარდა სემინარი თემაზე: „საქართველოში მიმდინარე და დასრულებული კვლევითი სამუშაოების აღწერა“. მომხსენებელი ტექინფორმის მეცნიერ თანამშრომელი ეკა მისაბიშვილი. სემინარზე განიხილეს საქართველოს სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებული კვლევითი სამუშაოების აღწერა–რეგისტრაციის საკითხები და ამასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციები. | |
| 24.05.11 გამოვიდა ელექტრონული ,,ქართული რეფერატული ჟურნალის” (E ISSN 1987-5800) 2011 წლის მორიგი #7 (19) ქართულ ენაზე. ახლო მომავალში ტექინფორმის საიტზე განთავსდება ამ ნომრის ინგლისური ვარიანტიც. | |
| 24.05.11 გამოვიდა სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის ჟურნალის Информация и инновации – Information and Innovations #3-4, 2010, რომელშიც გამოქვეყნებულია ტექინფორმის მეცნიერ-მუშაკთა ნ. მახვილაძის, მ. კოპალეიშვილის და თ. ჩუბინიშვილის სტატია “Законодательное регулирование инновационной активности в постсоветских странах – Legal regulation of innovation activity in post-Soviet countries”. | |
| 21.05.11 სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი (ICSTI) საერთაშორისო კონსორციუმის ICSTI Resourse Network-ის ფარგლებში გვთავაზობს გამომცემლობა Springer-ის ვრცელტექსტოვან ელექტრულ რესურსებზე ხელმოწერას შეღავათიან ფასებში. ვრცლად ... | |
| 04.03.11 გამოვიდა ახალი, მოკლე ლექსიკონი "რუსიზმები ქართულ მეტყველებაში". გამომცემლობა "მერიდიანი", ავტორები ქეთი გოგიჩაძე, გიორგი გოგიჩაძე, რედაქტორი თეიმურაზ ჩუბინიშვილი. ვრცლად ... | |
17.02.11. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი (ICSTI) კონსორციუმის ”ელექტრონული რესურსების კოლექტიური შეძენისათვის” ფარგლებში გვთავაზობს ახალ საინფორმაციო-სამეცნიერო რესურსს: Faculty of 1000, სადაც მოცემულია ექსპერტთა მიერ შერჩეული და შეფასებული სტატიები მედიცინისა და ბიოლოგიის სფეროში. |
|
| 27.01.11. გამოვიდა ჟურნალის ”აგრარული საქართველო” მორიგი მე-7 ნომერი. იხ. ბმული http://files.mail.ru/ATJN99 | |
18.11.10. ქუთაისის უნივერსიტეტი 2010 წლის 18 დეკემბერს აწყობს |
|
09.11.10. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით 2010 წლის 1-4 ნოემბერს ქ.თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა”. კონფერენცია მიეძღვნა აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავს. |
|
08.11.10. 2010 წლის 27-28 ოქტომბერს STCU-ს მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა მრგვალი მაგიდა ”საქართველოს კონკურენტუნარიანობა”. |
|
| 11.09.10. 2010 წლის 12-15 ოქტომბერს კიევში გაიმართება II საერთაშორისო ფორუმი ”საინფორმაციო საზოგადოების განვითარების პრობლემები”. ვრცლად ... | |
გამოვიდა ,,ქართული რეფერატული ელექტრონული ჟურნალის” (ქრჟ) 2010 წლის მორიგი მე-5 (17) ნომერი (E ISSN 1987-5800). |
|
| 21.07.10. 2010 წლის 12-14 ივლისს ქ. ტაშკენტში (უზბეკეთი) ჩატარდა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო კვლევითი დაწესებულებების ასოციაციის სხდომა და აგრეთვე, ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო რეგიონული საინფორმაციო სისტემის სემინარი. (იხ. ღონისძიებების პროგრამა). | |
| 19.07.10. ტექინფორმმა, 2010 წლის 9 ივლისს, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარებულ სემინარში "ევროპული საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია". ვრცლად ... | |
| 07.07.10. ასოციაცია ”ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის" 2010 წლის 9 ივლისს ატარებს სემინარს “ევროპული საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია". (ასოციაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა თანდართულ უფრო ვრცელ მასალაში შეგიძლიათ ვებ გვერდზე www.inovdev.ge). ვრცლად ... | |
| 08.06.10. 2010 წლის 18-21 მაისს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის ორგანიზატორები: საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. მხარდამჭერები: თბილისის მერია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტო ჯორჯია თუდეი რადიო ქალაქი. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო გამომცემლობების, წიგნის მაღაზიების, ბიბლიოთეკების, მუზეუმების პროდუქცია. იხ. ფოტოები ტექინფორმმა წარმოადგინა FAO-ს სადეპოზიტო ბიბლიოთეკის ლიტერატურა და საკუთარი გამოცემები, კომპაქტ-დისკები. ვრცლად ... |
|
2010 წლის 8 მაისს ტექინფორმში გაიმართა ლექცია-სემინარი, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მართვისა და ინოვაციის საკითხებს. |
|
08.04.10. ტექინფორმმა 2010 წლის 19 მარტს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფერმერთა სახლის მიერ ორგანიზებულ პირველ რეგიონალურ კონფერენციაში ფერმერული მეურნეობები და მათი მომსახურე ორგანიზაციები. |
|
| 02.04.10. საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა კონკურსი სახელწოდებით: `ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები”. ვრცლად ... | |
24.03.10. გამოვიდა პროფესორ როზეტა ასათიანის მონოგრაფიის "საქართველოს ეკონომიკა: ახალი ეპოქა. თეორია, პრაქტიკა, ანალიზი" პირველი ნაწილი. მონოგრაფიაში გაშუქებულია საქართველოს ეკონომიკაში 1991-2008 წლებში განვითარებული მოვლენები. ყველა საკითხს ღრმა თეორიულ გააზრებასთან ერთად თანდართული აქვს სტატისტიკური მასალები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები. მონოგრაფია საინტერესოა მკითხველთა ფართო წრისათვის. რეფერატი |
|
| 12.03.10. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ინსტიტუტი ტექინფორმი აცხადებს ღია კონკურსს სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად. ვრცლად ... | |
| 10.03.10. გამოვიდა საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომათა კრებული #8, 2010 წ. | |
24.02.10. ასოციაციამ „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის” 2010 წლის 17 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაატარა სემინარი. |
|
| 17.02.10. გამოვიდა საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის ეკონომისტი 2009 წლის მე-3, მე-4 და მე-5 ნომერი, გამომცემელი პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი. | |
15.01.10. გამოვიდა ქართული სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „თანამედროვე მედიცინა“ 2010 წლის 1(14) ნომერი, გამომცემელი ჯიპისი. |
|
17.12.09. ტექინფორმმა გამოსცა ქართული რეფერატული ჟურნალის (ქრჟ) 2009 წლის მორიგი მე-4 (16) ნომერი (E ISSN 1987-5800). ჟურნალში ასახულია მეცნიერების და ტექნიკის სფეროში საქართველოს მეცნიერთა პუბლიკაციების რეფერატები ქართულ და ინგლისურ ენებზე. მასში მოცემულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემებში, სამეცნიერო ორგანიზაციების და უნივერსიტეტების შრომათა კრებულებში გამოქვეყნებული მასალების, დისერტაციების, მონოგრაფიების რეფერატები და ბიბლიოგრაფიული აღწერილობანი. ჟურნალის თემატიკა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას: საზოგადოებრივი მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებები; ტექნიკური და გამოყენებითი მეცნიერებები; ეკონომიკის დარგები, დარგთაშორისი პრობლემები. ჟურნალს თან ახლავს ავტორთა, საგნობრივი და თემატური საძიებლები. |
|
10.11.09. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართუმა უნივერსიტეტმა და
ასოციაციამ „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის” 2009 წლის 4 ნოემბერს გამართა სემინარი თემაზე: ევროპის მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა. მოხსენება გააკეთა: ოლეგ შატბერაშვილმა. |
|
10.10.09. ტექინფორმში მომზადდა და გამოიცა ანალიზური ინფორმაცია “უცხოეთის ქვეყნების ეროვნული საინოვაციო სისტემები” – ISBN 978-99928-995-8-8 (ავტ. მ. კოპალეიშვილი და ი. ბედინაშვილი, ქართულ ენაზე, 56 გვ.). ამით ტექინფორმი იწყებს გამოცემათა სერიას თემაზე: “ინოვაცია და საინოვაციო საქმიანობა’’, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მომზადდეს და გამოიცეს კიდევ ოთხი დასახელების ანალიზური ინფორმაცია. ვრცლად ... |
|
30.07.09. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის კონსორციუმის ICSTI Resource Network-ის პროგრამის ფარგლებში ტექინფორმს საშუალება აქვს უზრუნველყოს ძიება შემდეგ ელექტრონულ რესურსებში: 1. გამომცემლობის Kluwer Law & Business მონაცემთა ბაზებში, ჟურნალებსა და ენციკლოპედიებში, 2. გამომცემლობის SpringerLink წიგნებსა და ჟურნალებში. დაინტერესებული პირები გთხოვთ მობრძანდეთ ტექინფორმში(კოსტავას 47, მე-6 სართ.). აღნიშნულ რესურსებში მუშაობა უფასოა. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 335315, 988366, 987620. |
|
30.07.09 2009 წლის 23 ოქტომბერს ქ. ბაქოში გაიმართება III საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ”სამეცნიერო ინოვაციის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში”. საორგანიზაციო კომიტეტი იწვევს სამეცნიერო ინოვაციის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, სახელმწიფო მოსამსახურეებს, პრაქტიკოსებს, ექსპერტებს, საქმიან ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მუშაობაში. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინოვაციების ცენტრი. ვრცლად ... |
|
13.07.09. სსიპ ტექინფორმის საკონფერენციო დარბაზში 2009 წლის 9 ივლისს ჩატარდა სამეცნიერო სემინარი, რომელიც მიეძღვნა მეცნიერების მართვას და საინოვაციო პროცესების საკითხებს. მოსმენილ იქნა სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორის - ლეონიდ ჯახაიას მოხსენება ”მეცნიერების მენეჯმენტი - მსოფლიო გამოცდილება” და ტექინფორმის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის მადონა კოპალეიშვილის მოხსენება ეროვნული საინოვაციო სისტემები. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ინსტიტუტის თანამშრომლებმა და საინოვაციო საქმიანობით დაინტერესებულმა მოწვეულმა სპეციალისტებმა. ვრცლად ... |
|
20.05.09. ტექინფორმი - საქართველოს ეროვნული წარმომადგენელი სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრში (ICSTI) - ჩართულია ICSTI-სა და სამეცნიერო ინფორმაციის ელექტრონული ძიების და მიწოდების მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერის SWETS-ის ერთობლივ პროექტში, რაც გულისხმობს კონსორციუმის (ICSTI Resours Network) შექმნას. ვრცლად ... |
|
19.04.09. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, 2009 წლის 10 მარტს, ტექინფორმის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა იოსებ გოგოძემ ჩაატარა სემინარი თემაზე: კვლევების და განვითარების სისტემა საქართველოში: 1991-2005 წლის სტატუსი. სემინარი ჩატარდა მეცნიერების რეფორმირების საკითხებით და მეცნიერების სფეროს ინოვაციების პრობლემებით დაინტერესებული მეცნიერებისთვის. |
|
14.04.09 სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების on-line რეგისტრაციის სისტემა. ტექინფორმში შემუშავდა საქართველოში მიმდინარე და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების (პროგრამების, პროექტების) on-line რეგისტრაციის სისტემა. ვრცლად ... |
|
|
|
02.01.09 დოკუმენტების ელექტრონული მიწოდების სისტემა. ტექინფორმი, როგორც საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ცენტრის (ICSTI) წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, მონაწილეობს ICSTI-ისა და კომპანია SWETS-ის ერთობლივ პროექტში "დოკუმენტების ელექტრონული მიწოდების სისტემა". ვრცლად ... |
|
ტექინფორმის დელეგაციამ დირექტორის ქ-ნ ნ. მახვილაძის და მთ. მეცნიერ-თანამშრომლის ქ-ნ მ. კოპალეიშვილის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „სამეცნიერო-ტექნიკური საინფორმაციო სისტემის როლი ქვეყნის ეკონომიკაში“, რომელიც შედგა ქ. ბაქოში 2008 წლის 28-30 ოქტომბერს. ვრცლად ... |
|
ევროპულ სამეცნიერო-ტექნიკურ პროექტებში მონაწილეობის მსურველთათვის ევროპული სამეზობლო პროგრამის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ტექინფორმი ახორციელებს რიგ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ მეცნიერთა ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ვრცლად ... |
|
ტექინფორმი აგროვებს ინფორმაციას საქართველოს მეცნიერების, გამომგონებლების, კვლევითი ცენტრებისა და საწარმოებების მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.
თავისი სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსურველებს ვთხოვთ შეავსონ შესაბამისი ანკეტა. ტექნოლოგიის/პროდუქტის ანკეტა ბაზაში ძიება |
|
ტექინფორმის ინიციატივითა და FAO–ს მხარდაჭერით ქართულ ენაზე ითარგმნა. სასწავლო გეგმის შემუშავების სახელმძღვანელო ჯანსაღი კვების სწავლება დაწყებით სკოლებში ორ ტომად. ვრცლად ... |
|





